15:55 | 2021-04-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Video: ილონ მასკის Neuralink-ის მიკროჩიპის საშუალებით მაიმუნი კომპიუტერულ თამაშს თამაშობს

Video: ილონ მასკის Neuralink-ის მიკროჩიპის საშუალებით მაიმუნი კომპიუტერულ თამაშს თამაშობს

ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი ადასტურებს, რომ მისმა ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink მაიმუნის ტვინში მიკროჩიპი წარმატებით ჩანერგა, რის შედეგადაც ცხოველს ვიდეოთამაშების თამაში მხოლოდ გონების ძალის გამოყენებით შეუძლია, რასაც აკეთებს კიდეც.

 

მისი თქმით, 9 წლის მაკაკა, სახელად პაჯერი ვიდეოთამაშებს გონების ძალის გამოყენებით თამაშობს და ამით ძალიან ბედნიერია. ამის დასამტკიცებლად Neuralink-მა ვიდეოც გაავრცელა, თუმცა კომპანია ამაზე შეჩერებას არ აპირებს. ილონ მასკის განცხადებით, ერთი თვის შემდეგ უკვე ორ მაიმუნს შეეძლება მხოლოდ გონების ძალით ეთამაშონ ერთმანეთს.

 

ნახეთ ვიდეო

 

 

 

ილონ მასკს სურს იმ ადამიანებს, ვისაც თავის და ზურგის ტვინის სერიოზული ტრავმის გამო გარკვეული უნარები აქვთ დაკარგული, დაბრუნებაში დაეხმაროს. სტარტაპის წარმატების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სმარტფონების გამოყენებას გონების ძალის დახმარებით შეძლებენ.

 

კომპანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ტექნოლოგიის შექმნაზე უკვე მეექვსე წელია მუშაობს.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X