00:12 | 2021-07-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: იაპონიას გამანადგურებელი ტაიფუნი უახლოვდება – შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიადა ჩაიშალოს?

Video: იაპონიას გამანადგურებელი ტაიფუნი უახლოვდება – შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიადა ჩაიშალოს?

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, სადაც ახლა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, ტროპიკული ქარიშხალი ტაიფუნი “ნეპარტაკი” უახლოვდება. ამის შესახებ The Japan Times-ი ქვეყნის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

 


გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქს გამანადგურებელი ქარიშხალი ძლიერი წვიმებითა და გიგანტური ტალღებით შეუტევს.

 

 

ამ მომენტისთვის “ნეპარტაკი” წყნარ ოკეანეში, იაპონიიდან სამხრეთით მდებარე კუნძულების, ბონინის რაიონშია. ქარის სიმძლავრე კუნძულებზე წამში 20 მეტრს შეადგენს, თუმცა, მეტეოროლოგების თქმით, რაც უფრო მიუახლოვდება ტოკიოს, მით უფრო გაძლიერდება.

 

 

მეტეოროლოგიური პროგნოზით, იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მიახლოებისას ტაიფუნი 6-8 მეტრი სიმაღლის ტალღებს წარმოშობს, ხოლო ტოკიოში 100-150 მმ ნალექს გამოიწვევს.

 

როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, მოახლოებული ტაიფუნის გამო შეჯიბრების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.

 

აღსანიშნავია, რომ “ნეპარტაკი” წელს მერვე ტაიფუნია, რომელიც წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბდა. მანამდე მან ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს შეუტია, საიდანაც მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!