
“პუბლიკას” მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს მოქალაქე, რომელმაც ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრები გლდანის ოლქში, 79-ე უბანზეა გადაღებული.
გამოცემის ინფორმაციით, აგრესიულმა მოქალაქემ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რა დროსაც ჟურნალისტს ტელეფონი დაუვარდა და დაუზიანდა.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჟურნალისტი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.