01:08 | 2020-06-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: გავრცელდა კადრები, როგორ დაესხა ყვავი მოქალაქეებს თბილისში

VIDEO: გავრცელდა კადრები, როგორ დაესხა ყვავი მოქალაქეებს თბილისში

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ტომარაძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს კადრებს თუ როგორ ესხმის თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი მოქალაქეებს.

 

 

 

 

დღეს თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ფიზიკური დაზიანებების გამო ისინი „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

თბილისში ყვავი 5 ადამიანს თავს დაესხა - დაშავებულებს სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ
2020-06-02თბილისში ყვავი 5 ადამიანს თავს დაესხა - დაშავებულებს სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ

 

ინციდენტი „პრაიმტაიმს“ კლინიკის პრესცენტშიც დაუდასტურეს.

 

„5 ქალს დაესხა ყვავი თავს. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალის“ მიმღებში მსუბუქი დაზიანებებით შემოვიდნენ. მათ გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე გაეწერნენ ბინაზე“, – ამბობენ კლინიკაში. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +