11:39 | 2021-07-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: „დავაი“ ეხლა დროზე გაანძრიე რა“ – დაკავებულია პირი, რომელიც 45 წლის კაცს მოწყალების თხოვნას ყოველდღიურად აიძულებდა 

VIDEO: „დავაი“ ეხლა დროზე გაანძრიე რა“ – დაკავებულია პირი, რომელიც 45 წლის კაცს მოწყალების თხოვნას ყოველდღიურად აიძულებდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს პირი, რომელიც 45 წლის ადამიანს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად უწევდა. კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებითა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა.

 

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული 45 წლის პირის მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა.

 

შსს-ს ცნობით, 37 წლის პირი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

 

ტრეფიკინგის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!