fbpx
17:20 | 2020-09-03 ავტორი: Prime Time

VIDEO: დააკავეს ქალი, რომელიც „Skygirls“-ში სტუმრებს ჩხუბისას სკამს ურტყამდა

VIDEO: დააკავეს ქალი, რომელიც „Skygirls“-ში სტუმრებს ჩხუბისას სკამს ურტყამდა

პოლიციამ დააკავა მენეჯერი, რომელიც skygirls“,-ში სტუმრები სცემა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

 

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა, სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყეს
2020-09-03ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა, სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყეს

 

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X