23:35 | 2021-06-10 ავტორი: Prime Time

VIDEO: „ჩვენს ქურდ ძმას, ქართულად იქნება თუ რუსულად „ბალაგანი“ არ უნდა დახვდეს, ჩვენ აქ ვბლატაობთ“ – „გლახოვიჩის“ ფარული ჩანაწერი

VIDEO: „ჩვენს ქურდ ძმას, ქართულად იქნება თუ რუსულად „ბალაგანი“ არ უნდა დახვდეს, ჩვენ აქ ვბლატაობთ“ – „გლახოვიჩის“ ფარული ჩანაწერი

ტრაქტორების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში ფულის გაყოფით დაწყებული დავა ქურდული გარჩევით გაგრძელდა და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული 13 პირის დაპატიმრებით დასრულდა. ე.წ. კანონიერ ქურდს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. კომპლექსური სპეცოპერაცია თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩატარდა.

 

ვრცელდება
2021-06-10ვრცელდება "კანონიერი ქურდის", მეტსახელად "გლეხოვიჩის" ფარული ჩანაწერი - მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

 

პირი, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, ცნობილი ავტორიტეტი “გლეხოვიჩია“, რომელიც თავის დროზე ტარიელ ონიანმა და წრიპამ “აკურთხეს”.

 

დაკავებულთა შორის არიან “ვიტო”,”ჯეკო”, “პუპუშა“, “ხონსკი“,”ბაჩო”,”გიბონა“, “ტყვლიპე“, “მემი” და ა.შ.

 

ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ქურდული გარჩევისთვის შეკრების ორგანიზება ქართველი “კანონიერი” ქურდის შვილმა მევლუდ მახარობლიძემ გააკეთა.

 

შეკრების ადგილი სოფელი დიღომი, ერთ-ერთი დაკავებულის სახლი იყო. საქმეში არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ამ ადგილის დათმობის შესახებ, გარჩევაში კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევის, 80 000 ლარის და ასევე ტრაქტორის ამოღებაზეა საუბარი.

 

ქურდული სამყაროს წევრობა და მასთან კავშირი – ამ ბრალდებებით დაკავებულ 13 პირს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს, ზაალ მახარობლიძეს, მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობით დასჯადი ბრალი დაუსწრებლად დასდეს.

 

კრიმინალურმა პოლიციამ ნივთიერ მტკიცებულებად ამოიღო დაკავებულების ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. ასევე 4 ავტომობილი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X