fbpx
17:10 | 2020-11-13 ავტორი: Prime Time

Video: ბრალდებულის ვინაობა ცნობილია – ვინ მოკლა ბათუმში 49 წლის ქალი

Video: ბრალდებულის ვინაობა ცნობილია – ვინ მოკლა ბათუმში 49 წლის ქალი

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ბათუმში ბელარუსის მოქალაქის, 50 წლამდე ქალის სასტიკი მკვლელობის დეტალები. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული დღეს ჩაქვში, მისსავე საცხოვრებელ სახლთან, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

 

დაკავებული ჩაქვის მაცხოვრებელი, 43 წლის ზაზა დავითაძეა. ირკვევა, რომ ბელარუს ქალთან მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

 

ვინ არის ზაზა დავითაძე? როგორც მისი ერთ-ერთი ახლობელი გვიყვება, ის ამჟამად არსად მუშაობს და ძირითადად პოლიტიკურ აქტივობებშია ჩართული.

 

დავითაძე გაერთიანებული ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა „პრაიმტაიმს“ მიაწოდა ფოტოები, სადაც ზაზა დავითაძე „ნაცმოძრაობის“ და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე იმყოფება და როგორც ჩანს, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ფოტოებიც გადაიღო.

 

 

რაც შეეხება მოკლულს, ის ბელარუსის მოქალაქე, 49 წლის ტატიანა ჩინჩრიკი გახლავთ. ქალი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.

 

გამოძიების ინფორმაციით, ზაზა დავითაძემ ტატიანა ჩინჩრიკს დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X