17:33 | 2020-04-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

VIDEO: ბიჭი თავშესაფარში დემენციის მქონე მოხუცებს TikTok-ის ცეკვას ასწავლის

VIDEO: ბიჭი თავშესაფარში დემენციის მქონე მოხუცებს TikTok-ის ცეკვას ასწავლის

18 წლის აიდენ მიდლტონი, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს, თავშესაფარში მცხოვრებლებთან ერთად სახალისო TikTok-ის ვიდეოებს იღებს. იგი თავშესაფარში ერთი თვეა მუშაობს, თუმცა უკვე დიდ ქება დაიმსახურა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

მის მიერ გამოქვეყნებულ პირველ ვიდეოს 1.3 მილიონამდე ნახვა ჰქონდა. ბოლო 60-წამიან ვიდეოში კი იგი ერთ-ერთ მოხუცთან ერთად ჯაზის მუსიკაზე ცეკვავს.

 

თავშესაფარში სულ 90 ადამიანი ცხოვრობს. მას 19 ადამიანისთვის თვალყურის დევნება უწევს – ძირითადად ისეთებისთვის, რომლებსაც დემენცია აქვთ.

 

„მთავარია ისინი იყვნენ ბედნიერები და მხიარულები. მათი უმეტესობა ამას სერიოზულად არ აღიქვამს და ერთობა. არ დაიჯერებთ როგორ მოძრაობს 94 წლის მერი, ვერც წარმოვიდგენდი თუ ის 94 წლის იყო.

 

ბევრი მეუბნება, რომ ვიდეოებით საკუთარი მოგონებები ახსენდებათ“,- ამბობს აიდენი.

 

TikTok-ის იდეა  მენეჯერებისგან წამოვიდა, რომელმაც ვიდეოების გადაღებაში აიდენი გამოიწვია.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

X