15:43 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

VIDEO: ბათუმში ტრაგედიის ადგილზე მისულ გია შომახიას ტურისტმა მიუსამძიმრა

VIDEO: ბათუმში ტრაგედიის ადგილზე მისულ გია შომახიას ტურისტმა მიუსამძიმრა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ტრაგედიის ადგილას, გია შომახია მივიდა, რომლის ცოლ-შვილიც ნგრევას ემსხვერპლა.

 

ტრაგედიის ადგილზე ადგილობრივები, ახლობლები და ტურისტებიც მიდიან, რომლებიც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ.

EXCLUSIVE: ცრემლებში იხრჩობოდნენ მაშველები და ისე მუშაობდნენ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დღეს ადამიანი გადაარჩინა
2021-10-15EXCLUSIVE: ცრემლებში იხრჩობოდნენ მაშველები და ისე მუშაობდნენ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დღეს ადამიანი გადაარჩინა

 

 

„უკიდურესად დამწუხრებული ვარ იმით, რაც მოხდა. შეიძლება, ჩემს სიტყვებს ვერ იგებთ, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი ხმის ტემბრით მიხვდებით, რომ ძალიან ვწუხვარ. ყველაფერი კარგად იქნება.

 

გამაგრდით, იყავით ძლიერი. თქვენ არ ხართ მარტო. ბათუმსა და მთელ საქართველოს უყვარხართ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. მადლობა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პატივისცემის გამოხატვა შევძელი“, – უთხრა ტურისტმა გია შომახიას.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვი.

 

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X