fbpx
21:24 | 2020-11-08 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: ბათუმში მომიტინგეებმა პოლიციელებს უმღერეს

Video: ბათუმში მომიტინგეებმა პოლიციელებს უმღერეს

საპროტესტო აქცია დედაქალაქის გარდა, ბათუმში, მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედაც მიმდინარეობს, სადაც შეკრებილმა მომიტინგეებმა ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს პოლიციის ჰიმნი უმღერეს.

 

ბათუმში, ოპოზიციის აქციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აქცია 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა და მთავრობის სახლთან, გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე დარჩებიან, სანამ მათ მოთხოვნებზე დადებით პასუხს არ მიიღებენ.

 

შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან, ხოლო თბილისში, ცესკოს შენობასთან თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს.

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X