12:50 | 2021-06-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

VIDEO: “ბათუმი საქართველოში ააშენეთ!“ – მიხეილ სააკაშვილსა და აქტივისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

VIDEO: “ბათუმი საქართველოში ააშენეთ!“ – მიხეილ სააკაშვილსა და აქტივისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აქტივისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

როგორც სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკზე გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, აქტივისტი სააკაშვილს სთხოვს,
რომ ქალაქ მარიუპოლის რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე იმუშაოს. მანვე შეახსენა პირის ვინაობა, რომელთანაც სააკაშვილი თანამშრომლობს. აქტივისტის მტკიცებით, ვადიმ ბოიჩენკო 2014 წელს სეპარატისტებს ემხრობოდა.

 

– თქვენ იყავით მარიუპოლში?

 

– არ ვაპირებ თქვენ ანგარიში ჩაგაბაროთ.

 

– რატომ არ აპირებთ ანგარიშის ჩაბარებას, იცით, რომ ბოიჩენკო სეპარატისტი არის? აღმოფხვერით ქალაქ მარიუპოლის კონტრაბანდა და კორუფცია. აქ ჩამოდიხართ და ჰყვებით, როგორი კარგია იმ ადამიანთან, ვინც 2014 წელს დარბოდა და “დიდება დნრ-ს“ ყვიროდა.

 

– წადი აქედან, ბიჭი, მე თვითონ ვიცავდი მარიუპოლს.

 

– კარგით და ვისგან იცავდით მარიუპოლს?

 

– ვისგან იცავდით მარიუპოლს?

 

– ქართველ ოფიცრებთან ერთად ვიცავდი მარიუპოლს.

 

– წესიერად მელაპარაკეთ, მე თქვენი ბიჭი არ ვარ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აქ ატივისტებს იჭერენ. აი, ასეთი დეპუტატი ხართ. ამბობთ, უნდა ვიბრძოლოო, მარიუპოლი ბათუმის მსგავსად უნდა ავაშენოო. ბათუმი საქართველოში ააშენეთ!

 

– წადი აქედან!

 

– რა განერვიულებთ, გაუწონასწორებელი ხართ? ნუ მეხებით, მე ჩემს დისტანციაზე ვარ,
დახმარებას გთხოვთ, რომ ქალაქ მარიუპოლს დაეხმაროთ.

 

– არ დაგეხმარებით.

 

– და რატომ არ დამეხმარებით, მე საომარი მოქმედებების მონაწილე ვარ.

 

– არ მახსოვხართ.

 

– მეც არ მახსოვხართ, მხოლოდ ტელევიზორიდან მახსოვხართ, სახურავებზე რომ დარბოდით. მე
გეუბნებით, დაგვეხმარეთ, ქალაქ მარიუპოლში 52 სეპარატისტული მარკეტია, კონტრაბანდაა და ასე შემდეგ.

 

ვის არ მივმართე, პრეზიდენტის ოფისს, ადგილობრივ ხელისუფლებას.

 

დიალოგის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონზე დაიწყო საუბარი. აქტივისტის თქმით, სავარაუდოდ, პოლიციას დაურეკა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ არავის არაფერში სჭირდებოდა.

 

ასევე ნახეთ ↓

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება

 

 

2 კვირაში ქვეყანაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა

 

 

რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ

 

 

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

 

 

კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან უქმდება

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X