17:10 | 2021-07-01 ავტორი: Prime Time

VIDEO: ასმათზე არ ვარ გულმოსული… მარტოხელა დედას რომ ამ გზას სთავაზობს, იმ ხელისუფლებას დავანგრევ – გოგი წულაია

VIDEO: ასმათზე არ ვარ გულმოსული… მარტოხელა დედას რომ ამ გზას სთავაზობს, იმ ხელისუფლებას დავანგრევ – გოგი წულაია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გოგი წულაიას განცხადებით, ის ხელისუფლებაზეა გაბრაზებული, რადგან ქალებს ქრთამს სთავაზობს და პოლიტიკოსების დაჭერას აიძულებს.

 

“მარტოხელა დედას რომ შვილი გაზარდოს, ამ გზას სთავაზობ, აგენტი იყავი და ფულს მოგცემო, მე იმ ქვეყანაში არ ვიცხოვრებ, იმ ხელისუფლებას დავანგრევ. მე ასმათზე არა ვარ გაბრაზებული, მათხოვარ ხელისუფლებაზე ვარ, რომელიც ქალებს ამ დღეში ამყოფებს და ქალის უფლებებს თურმე მე მასწავლის”,- განაცხადა წულაიამ.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის დღეს საპატიმროდან გაათავისუფლეს.

ავტორი: Prime Time


X