21:12 | 2021-09-15 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

VIDEO: ასე გამოიყურება მოდელი, რომელსაც ერთი წლის წინ სახეში მჟავა შეასხეს – პირველი კადრები სასამართლოდან 

VIDEO: ასე გამოიყურება მოდელი, რომელსაც ერთი წლის წინ სახეში მჟავა შეასხეს – პირველი კადრები სასამართლოდან 

ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საბერძნეთში. საქმე კი ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ და შემზარავ ამბავს ეხება.

 

მოდელი, რომელსაც გასულ წელს სახეში, ხელებზე და ზურგზე მჟავა შეასხეს დღეს პირველად უნდა შეხვდეს პირისპირ დამნაშავეს. იოანა პალიოსპირუ ამ დღეს უკვე ერთ წელზე მეტია ელოდება. მოდელი, რომელსაც მთელი სახე განადგურებული აქვს, პირველად წარსდგა საჯაროდ, სასამართლო. ეს კადრებიც ადგილობრივმა მედიამ სწორედ ცოტა ხნის წინ დააფიქსირა. ასე გამოიყურება ქალი, რომელსაც აღარასოდეს ექნება ისეთი სახე, როგორიც ჰქონდა.

 

 

ამ წუთებში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც 36 წლის თავდამსხმელის, ეფის ბედი გადაწყდება. დაზარალებული სასამართლო დარბაზში ადვოკატებთან ერთად იმყოფება.

 

უამრავი ოპერაცია და პირველი ინტერვიუ…  

 

იოანა პალიოსპირუს ერთი წლის განმავლობაში უამრავი ოპერაცია გაუკეთდა. წინ კიდევ გრძელვადიანი რეაბილიტაცია აქვს.

 

მოდელმა თავდასხმიდან ერთი წლის თავზე, ადგილობრივ მედიასთან პირველად ისაუბრა საკუთარ მდგომარეობაზე.

მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს - ნახეთ რა ბედი ეწია მამაკაცს
2021-09-15მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს - ნახეთ რა ბედი ეწია მამაკაცს

 

„პირველივე წუთებიდან ექიმებმა მითხრეს, რომ ეს არა 100 მეტრიანი შეჯიბრი, არამედ გრძელი მარათონი იქნებოდა. რეაბილიტაცია, რომელსაც გავდივარ, გრძელი გზაა და მჭირდება ძალების გამუდმებით მოკრება, რომ ოდესმე დავასრულო. რაღაც მომენტში ვსწავლობთ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. მკვლელობის მცდელობის შემდეგ მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვარ ორიენტირებული. მინდა ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო, ეს სულ არ გამომდის, რა თქმა უნდა, რადგან ფიზიკურ ტკივილთან ერთად არის ფსიქიკური ტრამვაც.

 

პირველ რიგში მინდა, რომ დავიბრუნო ჩემი ცხოვრება, შევძლო, რომ ბედნიერი ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს. მეორე, რაც სიმშვიდისთვის მჭირდება, არის იმის ცოდნა, რომ თავდამსხმელი ქალი სასჯელს იხდის და ზიანს არ მომაყენებს არც მე და არც ვინმე სხვას. როცა მე საავადმყოფოში ვიყავი და სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, ის ჩემი მოკვლის სხვა გზებს ეძებდა. ეს არის ის, რისიც ძალიან მეშინია და ნამდვილად არ ვიცი, რას ველოდო და რა გზით მოვა სრული სიმშვიდე.

 

მინდა თუ არ მინდა, ამ თავდასხმამ ჩემი სტიგმატიზაცია მოახდინა. მაქვს მთავარი მიზანი, რომ მივიღო საკუთარი სახე. მინდა, რომ ბედნიერი ვიყო… ვიყო იმის მტკიცებულება, რომ მე ვარსებობ და ეს ფაქტი ჩემს ცხოვრებას არ განსაზღვრავს. თავდასხმის სხვა მსხვერპლებს მინდა იმედი მივცე.“ – ამბობს მოდელი.

 

როგორც კადრებიდან ჩანს, იოანა ატარებს ნიღაბს, რომელიც ნაწიბურების შეშუპების წინააღმდეგ არის მიმართული. ექიმები კი ამბობენ, რომ რამდენი წელიც უნდა გავიდეს, იოანას კანი ყოველთვის ძალიან მგრძნობიარე იქნება. სახის გარდა მოდელს დამწვარი აქვს ზურგი და ორივე ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X

error: Content is protected !!