10:31 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

VIDEO: არ მინდა ბავშვებმა ცრემლიანი თვალებით დამინახონ – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პაციენტების მკურნალობის პროცესსა და ექიმების შესახებ ყვება.

 

საზოგადოების ნაწილმა მას ჯადოქარი შეარქვა. მან უკვე ბევრჯერ გაიმარჯვა უჩინარ მტერთან ბრძოლაში.

 

„ერთი თვეა, რომ გითხრათ, მეძინა-მეთქი, მოგატყუებთ, სახლიდან რომ გამოვდივარ, სანამ მანქანაში ჩავჯდები, ძალიან სუსტად ვარ.

 

დიდი ნაბიჯების გადადგმას ვერ ვახერხებ, მაგრამ კლინიკაში სხვანაირი ვხდები. არასდროს ვყოფილვარ ისეთი მებრძოლი, როგორიც ახლა ვარ“, – გვიყვება ექიმი.

 

ყველაზე პოზიტიურ ექიმს აქვს სუსტი წერტილი. ცრემლიანი თვალები, რომელზეც ლაპარაკი ახლა უჭირს.

 

„მყავს ოჯახი, სამი შვილი. რომლებსაც „სკაიპითაც“ არ ვუყურებ. იმიტომ რომ თვალზე ცრემლი მადგება და არ მინდა, რომ ბავშვებმა ცრემლიანი თვალებით დამინახონ.

 

ბებია მყავს 97 წლის და ხშირად რომ გამოვდივარ ტელევიზორში ერთ საღამოს დამირეკა.

 

– დედა შენ მაგისთვის ხარ, თუ პაციენტებს უვლიო. ამის მერე გადავწყვიტე, რომ არც ერთ გადაცემაში არ წავსულიყავი. ესაა დრო, როცა საქმე უნდა აკეთო“, – იხსენებს ექიმი.

 

ლევან რატიანი ამბობს, რომ არ დაღლილა და იმედი აქვს, ბოლომდე არ დაიღლება.

 

ლევან რატიანის ერთი სამუშაო დღე

რა ხდება იქ, სადაც ფრონტის წინა ხაზია.◼ ლევან რატიანის ერთი სამუშაო დღე.#იმედისკვირა#დარჩისახლში

Gepostet von TV Imedi am Sonntag, 12. April 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X