21:01 | 2020-06-18 ავტორი: Prime Time

VIDEO: 16 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს, თანაგუნდელებმა უკანასკნელი გოლი „გაატანინეს“

VIDEO: 16 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს, თანაგუნდელებმა უკანასკნელი გოლი „გაატანინეს“

მექსიკაში საფეხბურთო კლუბ მონტერეის მეორე გუნდის წევრი, 16 წლის ალექსანდრ მარტინესი მოკლეს. როგორც ირკვევა, ის ქალაქ ოახაკაში პოლიციამ შეცდომით მოკლა, ვინაიდან დამნაშავე სწორედ ის ეგონათ.

 

მომხდარს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რაც აქციებში გადაიზარდა. ფეხბურთელის დაკრძალვას კი 300–ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

 

ამერიკის საელჩოში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ პროცესს ისინი დააკვირდებიან.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს, მისმა თანაგუნდელებმა ბოლო გოლი გაატანინეს.

 

მათ კუბოს ბურთი ისე მიარტყეს, რომ ასხლეტის შედეგად კარში გავიდა. შემდეგ კი გოლის გატანა მიცვალებულთან ერთად უკანასკნელად იზეიმეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X