
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ფიცს დებს, რომ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გამოძიება ბევრ სიახლეს უნდა ელოდოს.
„ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება 23 წლის გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზეა ე.წ „ობიექტური“ გამოძიება, რომელიც ელოდებოდა გაყალბებულ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ე.წ „გამარჯვებას“. ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ვფიცავ თამარის წინაშე ჩემი სიცოცხლის საპირწონედ ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა“, – წერს რამიშვილი სოცქსელში.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.