14:06 | 2020-04-03 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა – მეუფე ანტონი

ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ამბობს, რომ შესაძლოა სააღდგომო წირვა სტადიონზე ჩაატარონ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, წირვისა და მსახურების შეწყვეტა წარმოუდგენელია.

 

„მე მაგალითად იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა. აბსოლუტურად ყველას შეუძლია შორ-შორს განთავსდეს და თავისი დინამიკებით.

 

ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება, ასეთი რამ წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია”, – განუცხადა მეუფე ანტონმა „ფორმულას“.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, ზიარებას არ შევწყვეტთ - მეუფე ანტონი
2020-04-03ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, ზიარებას არ შევწყვეტთ - მეუფე ანტონი
  
ეკლესიებში ყოფნის დრო შემცირდა
2020-04-03ეკლესიებში ყოფნის დრო შემცირდა

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები