22:41 | 2020-06-28 ავტორი: ნინი ტაველიძე

ვფიქრობ, რომ იმაზე ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმებმა თქვეს – 26 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ვფიქრობ, რომ იმაზე ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმებმა თქვეს – 26 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გორში მცხოვრები 26 წლის ეთერ მეტივიშვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.

 

ქართველი ემიგრანტი ქალის ცხედარი, რომელიც იტალიიდან ზუგდიდში უნდა ჩამოესვენებინათ, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა
2020-06-28ქართველი ემიგრანტი ქალის ცხედარი, რომელიც იტალიიდან ზუგდიდში უნდა ჩამოესვენებინათ, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა

 

როგორც ამბობენ, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალს ნაღვლის სადინარის ოპერაცია რიგი დარღვევებით ჩაუტარდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილის დედის, გიული მეტივიშვილის აზრით, რომ არა ექიმების გულგიროლობა, პაციენტი ცოცხალი იქნებოდა, რადგან ახალგაზრდას ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ ჰქონდა.

 

„18 რიცხვში ჩაუტარდა ნაღვლის სადინარის ოპერაცია, კენჭი ჰქონდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა.

 

კიდევ ერთი ოპერაცია 20 რიცხვში ჩაუტარეს.

 

დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ თქვენი შვილის მდგომარეობა ურთულესიაო. ოპერაციის დროს ორჯერ გაუჩერდა გული.

 

მაინტერესებს, რის გამო, როცა ჩემს შვილს ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა.

 

26 რიცხვში გვითხრეს, რომ დაიღუპა. თუმცა, იქამდე როდესაც ჩემი შვილი ვნახე, უკვე გვამის ნიშნები ჰქონდა.

 

ვფიქრობ, რომ იმაზე ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმებმა თქვეს.

 

ექიმებმა დაუშვეს შეცდომა, რამაც გაამწვავა ჩემი შვილის მდგომარეობა. ვითხოვ ექიმების დასჯას და უფლებამოსილების შეჩერებას, რათა სხვა ოჯახებიც არ გამწარდნენ“,- ამბობს გარდაცვლილის დედა, გიული მეტივიშვილი.

 

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გოგონას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, ამბობენ რომ ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან, რის შემდეგადაც სიკვდილის მიზეზი დადგინდება.

 

ექიმის, გიორგი ლობჟანიძის განცხადებით, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და თუ მკურნალობის პროცესში რაიმე სახის ხარვეზი იყო, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +