14:29 | 2020-04-04 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ვფიქრობ, რომ ეკლესია მიჰყება იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო – ამირან გამყრელიძე

ვფიქრობ, რომ ეკლესია მიჰყება იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კოტნროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია ითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ავრცელებს ჯანდაცვის სფერო.

 

„საქართველოს ეკლესიამ ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სადაც მათ მოუწოდეს მრევლს და იქ იყო ძალიან ბევრი ის რეკომენდაცია გათვალისწინებული, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, მათ შორის დავადებათა კონტროლის ცენტრი.

 

მოდით წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. დაავადებათა ცენტრის პოზიცია ამასთან დაკავშირებით იცით. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბევრი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკლესია მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, რემეთუ ჩვენი ყველასი მიზანი გახლავთ ის, რომ მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ტაძრის კარი არ დაიხურება – სად და როგორ ილოცებს საქართველოს მრევლი აღდგომის დღესასწაულზე? 

 

ამავე თემაზე ნახეთ:

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები