fbpx
17:03 | 2020-05-20 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვფიქრობ, პარტიებმა იციან, 8 მარტის შეთანხმება რასაც გულისხმობს – კელი დეგნანი

ვფიქრობ, პარტიებმა იციან, 8 მარტის შეთანხმება რასაც გულისხმობს – კელი დეგნანი

იმ საქმესთან დაკავშირებით საუბარი, რომელზეც სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, სწორად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, 8 მარტის შეთანხმება თავის სათქმელს თვითონ ამბობს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

 

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესში სწორედ 8 მარტის შეთანხმების შესრულება შედის იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარება მოიხსნას.

 

„მე ვიტყოდი, რომ 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია საქართველოს საუკეთესო ინტერესს ემსახურება, პოლიტიკურად დაძაბული ვითარების დეპოლარიზიაციისთვის, რათა შექმნას შემოდგომის არჩევნებისთვის ისეთი პირობები, რომელითაც საქართველო იამაყებს“, – ამბობს კელი დეგნანი.

 

აშს-ის ელჩმა კითხვაზე, გიორგი რურუას საპატიმროში დარჩენის პირობებში, ჩაითვლება თუ არა 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად, განაცხადა:

 

„არ იქნება მართებული, კომენტარი გავაკეთო საქმეზე, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობს. 8 მარტის შეთანხმება თავად განმარტავს ყველაფერს და დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს. მხარეებმა იციან, რა პირობებზე დათანხმდნენ.

 

მისი სრულყოფილი განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ეს არის მიმართული პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციაზე“, – განაცხადა ელჩმა.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.

 

ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.

 

ამავე თემაზე:

 

რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება?! – არჩევნები 2020

 

საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები 8 მარტის შეთანხმებაზე – პოლიტიკოსები გათავისუფლდნენ!

 

პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე

 

რატომ არ ითხოვს ოპოზიცია ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას? – 8 მარტის შეთანხმება

 

თალაკვაძის განცხადება იყოს სიცრუე! – ოპოზიცია „ოცნებას“ პასუხობს

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X