16:48 | 2021-05-28 ავტორი: თათია ცუკოშვილი

„ვფიქრობ, ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება” – მარინა ენდელაძე კორონავირუსის ინდურ შტამზე

„ვფიქრობ, ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება” – მარინა ენდელაძე კორონავირუსის ინდურ შტამზე

მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ინდურ შტამთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ინდური შტამის მასიური გავრცელებისაგან გარკვეულწილად დაცულები ვართ. თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

 

ინდურ შტამთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მონაცემები, მაგალითად, განსაკუთრებული და განსხვავებული კლინიკა აქვს თუ არა, არ არის ცნობილი.

 

ვერ ვიტყვი, რომ ეს შტამი განსაკუთრებული სიმძიმის არის. არის მოსაზრება, რომ უფრო მეტად გავრცელებადია. შესაძლოა მეტი ლეტალობა ახასიათებდეს, მაგრამ ამის დადასტურებული მონაცემები არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება,” – აცხადებს მარინა ენდელაძე.

 

 

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდანაღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X