14:48 | 2020-05-26 ავტორი: ლიზი მეტრეველი

„ვერც თვითონ ჭამენ, არც სხვას აჭმევენ” – რომან გოცირიძე

„ვერც თვითონ ჭამენ, არც სხვას აჭმევენ” – რომან გოცირიძე

11 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა განვითარებაც 2019 წლის ბიუჯეტში იყო ჩადებული, წლის ბოლოსთვის 0%-ზე იყო შესრულებული – აუდიტის სამსახური.

 

2019 წელს 243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტი არ შესრულდა.

 

პროექტებში სახსრების აუთვისებლობა სახელმწიფოს 4.8 მილიონი ლარი დაუჯდა. რაც პროექტების შეუსრულებლობისთვის დონორების მიერ დაწესებულ ჯარიმას წარმოადგენს.

 

სახელმწიფო სტრუქტურები მიზეზად ტენდერებისა და დონორებთან მოლაპარაკებების გაჭიანურებას ასახელებენ.

 

11 პროექტი, რომელიც გასულ წელს 0%-ით შესრულდა:

 

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA)

48.8 მლნ ლარი, შესრულება 0%

 

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW)

15 მილიონი ლარი, შესრულება 0%

 

საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება (SG)

55 მლნ ლარი (განახლებული პროექტით 15 მლნ ლარი), შესრულება 0%

 

კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW)

9 მლნ ლარი, შესრულება 0%

 

გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW)

4.5 მლნ ლარი, შესრულება 0%

 

ჩრდილოეთის რგოლი ეგხ (I ფაზა) (KfW, EBRD)

თავდაპირველი პროექტით 13.5 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 1.5 მლნ ლარი, შესრულება 0%

 

თბილისის ავტობუსების პროექტი (II ფაზა – გაზი) (EBRD)

თავდაპირველი პროექტით 75 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი, შესრულება 0%

 

500 კვ ეგხ „წყალტუბო –ახალციხე – თორთუმი“ (KfW)

თავდაპირველი პროექტით 5 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი, შესრულება 0%

 

საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB)

თავდაპირველი პროექტით 8 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 1.6 მლნ ლარი, შესრულება 0%

 

ხელედულა – ლაჯანური – ონი (KfW)

თავდაპირველი პროექტით 9 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი, შესრულება 0%

 

თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD)

თავდაპირველი პროექტი 20 მლნ ლარი, განახლებული პროექტი 0 ლარი, ათვისება 0%

 

რა წესი უნდა დაიცვას ინფრასტრუქტურული სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ
2020-03-31რა წესი უნდა დაიცვას ინფრასტრუქტურული სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ

 

აუდიტის მიერ ნეგატიურადაა შეფასებული ფაქტი, რომ სახელმწიფო უწყებები მას შემდეგ რაც პროექტებს ვერ ახორციელებენ, ცვლიან და ამცირებენ აღნიშნული პროექტების გეგმას, შედეგად კი, ხდება იმ ფაქტის გადაკეთება, რომ მათ განკუთვნილი სახსრები ვერ აითვისეს.

 

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს რომ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

 

„ჯანსაღი კონკურენციის ნაცვლად, ნაცვლად იმისა, რომ სხვაც ჩაერთოს ტენდერებში ინფრასტრუქტურული პროექტების მესამედი ერთ პირთან მოლაპარაკებით ტარდება.

 

1,4 მილიარდი ლარით ნაკლები ფულით შეიძლებოდა იმ საქმის გაკეთება, რაც ვითომ გააკეთეს.

 

243 მილიონი ლარის სესხი ავიღეთ და დავხარჯეთ 0 თეთრი, იმიტომ რომ სურთ მხოლოდ საკუთარმა ფირმებმა ააშენონ, შესაძლოა ამ დროს ის ფირმები დაკავებული იყვნენ და ახალი პროექტებისთვის ვერ მოიცალეს და ხელში ჩასაგდებად შემოუნახეს, რაც ჩვენ 5.8 მილიონ ლარად გვიჯდება.

 

თივაზე სხედან, ვერც თვითონ ჭამენ და არც სხვას აჭმევენ. გაურკვეველია სად მიდის აღებული ვალი”- აცხადებს რომან გოცირიძე.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სახელმწიფოს საინვესტიციო პროექტების შესრულების მიმდინარეობა არის შეჯამებული.

 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

X