fbpx
13:37 | 2020-10-12 ავტორი: Prime Time

ვერავინ გამიგო, ყველამ გადამაგდო – ბაჩანა ლობჟანიძე

ვერავინ გამიგო, ყველამ გადამაგდო – ბაჩანა ლობჟანიძე

„ვერავინ გამიცნო, ვერავინ გამიგო, ყველამ გადამაგდო, და იცი რის გამო? მათთვის გონისეული სინათლის ჩვენება რომ მინდოდა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე წერს.

 

ლობჟანიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

 

„მიზეზს ეძებ რომ გვერდზე გამწიო, რა გაეწყობა, ისედაც ვერავინ გამიცნო, ვერავინ გამიგო

 

ყველამ გადამაგდო, და იცი რის გამო? მათთვის გონისეული სინათლის ჩვენება რომ მინდოდა, დაუბრკოლებელი სვლის

 

ყველაფერი კარგი რომ მინდოდა და ყველაფერში რომ შემეძლო დახმარება

 

როგორც პროფესიულად, ისე სულიერად მაგრამ ხედავ რას ვიღებ სანაცვლოდ ?

 

მე საზღაურს არ ველი, არანაირად !!!

 

მე ფაქიზად ვრეკ შენს წინაშე, შენს გულთან, რომ ფეხები არ დამიბაკუნო “, – წერს ბაჩანა ლობჟანიძე

სასიყვარულო სამკუთხედი თუ თვითმარქვია საქმროები - სამი მამაკაცი ბაჩალიაშვილის შეყვარებულის სახელით
2020-08-31სასიყვარულო სამკუთხედი თუ თვითმარქვია საქმროები - სამი მამაკაცი ბაჩალიაშვილის შეყვარებულის სახელით

 

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე მედიასთან თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა. როგორც ის აცხადებს, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ლობჟანიძე კომპანია ზეგის არასამართლებრივ საქმიანობაზეც საუბრობს.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X