16:04 | 2020-06-07 ავტორი: თათია ცუკოშვილი

„ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება“ – ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი დედობაზე

„ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება“ – ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი დედობაზე

სიტყვები, განცდები, გრძნობები – მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება დღეს, რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის, – ამის შესახებ ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ყველა დედისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, ახლა რაც მაქვს, მაგრამ მაინც მარტო ჩემი და ძალიან განსხვავებული, ასე მგონია. ამ წუთამდე, – ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი,

 

არ გამიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად, ასე სრულად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა, რომელიც ამ უსასრულო ძალით და ბედნიერებით უფრო მეტს შეძლებს პროფესიაშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან, სადაც მოინდომებს იმიტომ, რომ დედა ვარ…

 

ახლა, როგორც არასდროს ისე ძალიან მინდა, ყველა ქალს მიეცეს ეს ძალა, ყველა ქალმა იგრძნოს მისი ახალდაბადებული შვილის სურნელი, პატარა თითების სითბო, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.

 

ნინო სურგულაძე ტყუპების დედა გახდა
2020-06-07ნინო სურგულაძე ტყუპების დედა გახდა

 

დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს პერიოდი ჩვენთან ერთად და ჩვენი გულშემატკივარი იყო, ვისაც სიხარული მოუტანა ნატალიას და ზაქარიას დაბადებამ, ვინც მოგვილოცა და მოგვილოცავს,

 

განსაკუთრებული მადლობა გინეკოლოგს, ბატონ ნოდარ ზალდასტანიშვილს.

 

მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელიც უფრო მეტ ძალას მომცემს ჩემ პატარებს ყველას და ყველაფრის სიყვარული ვასწავლო, რადგან ამ გრძნობით შეუძლებელიც კი შესაძლებელია.

 

მადლობა თითოეულ თქვენგანს ყველაფრისთვის, მჯერა, ყველა ჩვენგანის შვილები აუცილებლად იცხოვრებენ ბედნიერ, ლამაზ და სრულყოფილ სამყაროში და ძლიერ საქართველოში,“- წერს ნინო სურგულაძე.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

X