19:08 | 2020-05-25 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ვერ ვხვდები, მამას შვილი რატომ არ უნდა აჩვენო!“ – რა იცის ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ბასილაშვილის სკანდალზე

„ვერ ვხვდები, მამას შვილი რატომ არ უნდა აჩვენო!“ – რა იცის ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ბასილაშვილის სკანდალზე

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია, სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, სადაც აცხადებს, რომ „გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლზ ბასილაშივილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოიძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ“. „პრაიმტაიმი“ საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს დაუკავშირდა და ამ თემასთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

როგორ დაახასიათებდით ყოფილ წყვილს?

 

ორივეს კარგად ვიცნობ, ნიკუშასაც და ნეკასაც და ვფიქრობ, რომ რაც რეალურად ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო პროვოკაცია მგონია, ვიდრე ნიკუშას ასეთ რამეზე წამსვლელი ყოფილიყოს.

 

 

 

რამდენი ხანია ნიკასთან კონტაქტობთ?

 

ნიკას 12 წლიდან ვიცნობ, თითქმის ჩემს ხელში გაიზარდა. გარკვეული პერიოდი აშშ-ში იმყოფებოდა, მაგრამ 20 წლის იყო, როცა საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ საქმიანი ურთიერთობები გვაქვს. რაც ნაკრების კაპიტანი ვარ, მას შემდეგ ნიკა საქართველოს ნაკრების წევრია. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები მქონდა. ნიკა ნორმალური და საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანია. ვერაფრით ვერ ვხვდები, ასეთი რამე მომხდარიყო. ამიტომ, ამ სიტუაციას დიდად არ ვეთანხმები.

 

ნიკას მხრიდან, თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა ნაკრების წევრეთან, თუნდაც თინეიჯერობის ასაკში?

 

არავისთან და არასდროს არ ყოფილა კონფლიქტური. კორტზე, მსგავსი არაფერი შემინიშნავს არც მე და არც სხვას. თავის საქმეს, ყოველვის მშიდად და თან ძალიან მაგრად აკეთებს, რაც ყველამ კარგად ვიცით. არც არავის უყურებს „ზემოდან“, თავისი მაგარი ჩოგბურთელობით.

 

თვლით რომ ეს შანტაჟია?

 

სავარაუდოდ კი! იმიტომ რომ ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ეს ადამიანი მოძალადეა. თან იმ დროს, როცა მისი შვილი მასთან ერთად არის.

 

ყოფილ წყვილს, ბავშვთან დაკავშირებით ხომ არ ჰქონია პრობლემები?

 

მე როგორც ვიცი, იყო პრობლემები. გარკვეული პერიოდი ბავშვს ვერ ნახულობდა, არ აჩვენებდნენ. ადრეც ჰქონდა პროვოკაციას ადგილი. ვერ ვხვდები, მამას შვილი რატომ არ უნდა აჩვენო, ან პირიქით, დედას შვილი.

 

 

რა იყო ძირითადი მიზეზი?

 

არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვუკავშირებ, მეც განქორწინებული ვარ, მყავს შვილი და ვერ წარმომიდგენია, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, რატომ არ უნდა მაჩვენოს ჩემი შვილი, ვერ ვხვდები.

 

ინციდენტის დროს ბავშვი ნიკასთან იყო…

 

ასე ამბობენ, ეგ ამბავი ტელევიზიიდან შევიტყე. წინა დღეს კორტებზე იყო მოსული და ვარჯიშის შემდეგ დავიშალეთ. იმის შემდეგ არ მინახავს. 

Exclusive: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს
2020-05-25Exclusive: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს

 

ნიკას სასამართლო პროცესს ესწრებოდით?

 

– არა, როგორც ვიცი დასწრება აკრძალული იყო.

 

– ძალადობასთან დაკავშირებით, როდესმე უხსენებია ნეკას?

როცა ერთად ვმუშაობდით, არასდროს გვქონია ოჯახურ საკითხებზე და თუნდაც პრობლემეზე საუბარი. ეს ჩემი პრეროგატივა არ იყო. როცა ერთად ვიყავით, შეჯიბრზეც ერთად დავდიოდით და წყვილს, ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ვიცი, კონფლიქტები, მათი განქორწინების შემდეგ დაიწყო.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ.

 

 

„დანაშაულს არ აღიარებს, რადგან არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს,“ – აცხადებს ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.

შემაკავებელი ორდერი ნიკას მამაზეც არის გამოწერილი, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას თავად დაზარალებული არ აღიარებს. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, მსოფლიო რეიტინგში კი, ამ დროისთვის, 27-ე პოზიციაზეა.

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +