
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდა ოპოზიციის შეხვედრაზე, პარტია “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ ეძინა.
ხვიჩიას თქმით, შეხვედრაზე რაღაც ტექნიკური საკითხები განიხილებოდა და მონაწილეობა საჭიროდ არ ჩათვალეს.
„რაღაც ტექნიკური საკითხები იხილებოდა, რომელზეც მეტყვიან ჩემი კოლეგები, თუმცა არა იმის გამო, რომ ვინმეზე გაბუტული ვარ ან რაღაცა. ზოგი შეხვედრები არის, სადაც ჩვენ ისედაც არ ვმონაწილეობდით.
იმ წუთას მისვლა არ მიგვაჩნდა აუცილებელად, რადგან ამბავს გავიგებდით, კომუნიკაცია გვქონდა სხვა წევრებთან, თუ რამე საინტერესო მოხდებოდა. სხვა შეხვედრები, რომლებიც დაგვაინტერესებს, მივალთ. არაფერი მანდ ძაღლის თავი არ არის დამარხული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 24 ნოემბერს “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა გაიმართა.