12:01 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

ვეჯინში, ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ვეჯინში, ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

24 წლის ივანე ნოზაძეს, რომელმაც შვილი მოკლა და ცოლი დაჭრა, მიყენებული თვითდაზიანებების გამო, ფილტვზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

 

ის, ამ დრომდე, გურჯაანის საავადმყოფოში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

მძიმეა ნოზაძის 24 წლის მეუღლის, შორენა ცუხოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

 

ქალს გადაუდებელი ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

შეგახსენებთ, მკვლელობა გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.

 

საჩხერედან ცოლის დასთან სტუმრად მყოფმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, 3 თვის ჩვილი ცივი იარაღით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ამის შემდეგ მან თვითდაზიანებები მიიყენა.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით დაიწყო.

 

სამართალდამცავები, მამაკაცს ბრალს დღეს, საღამოს წაუყენებენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ამავე თემაზე:   ვინ არის კაცი, რომელიც 3 თვის შვილის მკვლელობაში და მეუღლის დაჭრაშია ბრალდებული

 

 რა ბრალდებით იხდიდა სასჯელს კაცი, რომელიც 3 თვის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები