11:30 | 2021-05-18 ავტორი: Prime Time

ვეღარ მოვითმინდე და დედა მოვუკითხე… – გოგი წულაიას განცხადება ციხიდან

ვეღარ მოვითმინდე და დედა მოვუკითხე… – გოგი წულაიას განცხადება ციხიდან

პოლიტიკოსი გოგი წულაია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინდე და დედა მოვუკითხე, ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია.

 

 

მივიღე გადაწყვეტილება, უკვე ვშიმშოლობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს, მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში.”, – წერს გოგი წულაია.

 

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.​ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ავტორი: Prime Time


X