01:23 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან კლინიკაში ხუთი სამხედრო გადაიყვანეს

ვაზიანის სამხედრო განყოფილებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედროებს მომატებული ტემპერატურა აღენიშნებათ, რის გამოც დამატებითი კვლევებისთვის მათი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

 

უწყებაში კორონავირუსით ინფიცირებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ სამხედროებს უბრალოდ გაცივდნენ, ზუსტი დიაგნოზი კი ხვალ გახდება ცნობილი.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი