fbpx
15:33 | 2020-03-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას – სალომე ზურაბიშვილი

ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

 

„გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და ასევე დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახდინეთ და ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზადების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციურ ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება გამოცხადებისთანავე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

⭕Live: სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს

⭕Live: სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს

Gepostet von Prime Time am Samstag, 21. März 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X