fbpx
19:30 | 2020-06-17 ავტორი: თამარ გონგაძე

“ვატომ რაღაც მობოდა… იხუმრა, მაგრამ ცუდად…” – მარინა ბერიძე ვახტანგ კახიძის გახმაურებულ სიმღერაზე

“ვატომ რაღაც მობოდა… იხუმრა, მაგრამ ცუდად…” – მარინა ბერიძე ვახტანგ კახიძის გახმაურებულ სიმღერაზე

მარინა ბერიძემ სოციალურ ქსელში ვახტანგ კახიძის კომპოზიცია – “სევდის” საკონცერტო ვერსია გააზიარა. ძალიან მიყვარს ეს თემა, ძალიან ლამაზიაო, გვითხრა. ბუნებრივია, მას ვატოს ბოლო პერიოდის გახმაურებულ სიმღერაზე ვკითხეთ, რომელსაც კომპოზიტორი კორონავირუსზე ასრულებს. მუსიკალური პროდიუსერის აზრით კახიძემ იხუმრა.

 

მარინა ბერიძე: – დავიწყე ამ სიმღერის მოსმენა და გავთიშე. ვერ გავიგე, გავოგნდი. მე ასე ვიცი, თუ ადამიანი მიყვარს და ახლობელია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან იხუმრა, მაგრამ ცუდად იხუმრა. ვატო რომ ნიჭიერი, სერიოზული და განათლებული მუსიკოსია, ამაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს.

 

როგორ ეხმიანება ვახტანგ კახიძის ქალიშვილი მამის
2020-06-12როგორ ეხმიანება ვახტანგ კახიძის ქალიშვილი მამის "კორონა-ჰიტს"

 

იუმორი ზოგს აქვს, ზოგს – არა. ეს სიმღერა იუმორით ვერ მოისმინეს. ვის რა გამოხატვა ჰქონდა ამ თვითიზოლაციაში, არავინ იცის. ვიღაც სერიალებს ჩაუჯდა, ვიღაც წიგნებს, ვატომ აიღო და რაღაც მობოდა. ჩვენ მისი იუმორი არ გვინახავს, მაგრამ ისიც ხომ სასაცილოა ასეთი რეაქცია გქონდეს ამ სიმღერაზე. კარგი, ხო, იხუმრა! ან არ იხუმრა! ისედაც ისეთ შავ დღეში არიან მუსიკოსები. არანაირი სახსრები არ აქვთ და არც არავის აინტერესებს ეს.

 

მართლა უამრავი საფიქრალი აქვს მუსიკოსს და შეიძლება უცებ გაგიჟდეს. ვიღაცას გამოსდის იუმორი, ვიღაცას – არა. ის სერიოზული მუსიკოსია და გვახსოვდეს, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X