23:34 | 2021-04-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვაშლიჯვრის ფერდზე ნაპრალი ამოავსეს?!

ვაშლიჯვრის ფერდზე ნაპრალი ამოავსეს?!

სეისმოლოგმა თეა გოლოდაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ვაშლიჯვრის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალი ამოვსებულია.

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია.

 

 

ასევე იხილეთ: პატარა ბიჭის და ილია მეორეს ემოციური შეხვედრა

 

 

 

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გვაწვდის. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მსგავსი ტიპის ზონებში მუშაობის, მათ შორის, წყნეთი-ბეთანიის გზაზე, სადაც მათთან ერთად ჩართული იყვნენ უშუალოდ ის გერმანელი სპეციალისტები, ვინც დღეს გვეხმარებიან ვაშლიჯვრის ფერდის პრობლემის მოგვარებაში. ასევე, აღნიშნული კომპანია და გერმანელი ექსპერტები ჩართულები არიან შეშელიძის ქუჩაზე მეწყრული ფერდის პრობლემის მოგვარებაში, სადაც სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. კერძოდ, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე, ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებას და მოძრაობის აღდგენას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ეს ფერდი უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

ცნობისთვის, უცხოელი სპეციალისტების დასკვნა 16 აპრილს გასაჯაროვდება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X