14:59 | 2020-06-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა

ვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა

ვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის დედაქალაქის მერმა, მიურელ ბოუზერმა გააკეთა.

 

VIDEO: პოლიციელი დაკავებულს კისერზე მუხლს აჭერს, ის შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს (აშშ)
2020-05-28VIDEO: პოლიციელი დაკავებულს კისერზე მუხლს აჭერს, ის შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს (აშშ)

 

მერმა განცხადება სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ ომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00-მდე გაგრძელდება.

 

მისივე თქმით პოლიციელებს კომენდანტის საათის დაცვაში ეროვნული გვარდია დაეხმარება.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

 

ფლოიდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

 

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები