fbpx
20:27 | 2020-10-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვართ თუ არა მზად კორონავირუსის ანტირეკორდული შემთხვევებისთვის – პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე

ვართ თუ არა მზად კორონავირუსის ანტირეკორდული შემთხვევებისთვის – პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა მხოლოდ 208 ადამიანი. მოსახლეობის მხრიდან ისმის ლოგიკური კითხვა: „არის თუ არა საკმარისი რაოდენობის საწოლები, სასუნთქი აპარატები და დაგვჭირდება თუ არა საველე ჰოსპიტალები?“

 

კითხვა აქტუალურია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გუშინდელი განცხადების მიუხედავადაც, რომ ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს.

 

„პრაიმტაიმი“ ყველა აქტუალურ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გთავაზობთ:

 

თუ თქვენ სისხლის ეს ჯგუფი გაქვთ, კორონავირუსით ინფიცირების რისკი დაბალია
2020-10-16თუ თქვენ სისხლის ეს ჯგუფი გაქვთ, კორონავირუსით ინფიცირების რისკი დაბალია

 

რამდენი საწოლი გვაქვს?

 

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 44 სამედიცინო დაწესებულებაა მობილიზებული და გვაქვს 3 700-მდე საწოლი.

 

თბილისში 18 კლინიკაა, სადაც 1987 საწოლია.

 

აჭარაში – 11 კლინიკა, 731 საწოლით.

 

იმერეთში – 10 კლინიკა, 644 საწოლით.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2 კლინიკა, 190 საწოლით.

 

შიდა ქართლში – 1 კლინიკა, 164 საწოლით.

 

მცხეთა-მთიანეთში – 1 კლინიკა, 111 საწოლით.

 

გურიაში – 1 კლინიკა, 21 საწოლით.

 

აქვე, ქვეყანაში 17 400-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, მათ შორის ინტენსიური თერაპიის და გადაუდებელი მედიცინის 2290 საწოლი. 

 

 

 

დაგვჭირდება თუ არა საველე ჰოსპიტალები?

 

გიორგი გახარია: საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება. ჯანდაცვის სისტემა მზად არის მზარდი რაოდენობის ინფიცირებული მიიღოს და უმკურნალოს. შეიძლება არსებობდეს დროში გადალაგების ხარვეზი, ამას 1 დღე დასჭირდება. ახლა საწოლფონდის გაფართოება ხდება. ამას 1 დღე დასჭრიდება.

 

მარინა ენდელაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რეგულაციების დაცვა სერიოზულად აუცილებელია
2020-10-15მარინა ენდელაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რეგულაციების დაცვა სერიოზულად აუცილებელია

 

რა რაოდენობის სამედიცინო პერსონალი გვყავს?

 

ქვეყნის მასშტაბით, გადამზადებულია 3900-ზე მეტი ექიმი, 2300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგი 2044-ზე მეტ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებას ჩაუტარდა.

 

ქვეყნის მასშტაბით, გვყავს 17990 ექიმი, მათ შორის 500-მდე ინფექციონისტი. რეანიმატოლოგი 1400-ზე მეტი, 14800-ზე მეტი კი ექთანი.

 

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა მზარდი რაოდენობის ფონზე, პროცესში რეზიდენტების ჩართვა იგეგმება, რომლებიც აქტიურად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას და რიგ შემთხვევაში, ეს საქმიანობა თავიანთ კურსში ჩაეთვლებათ.

 

 

რამდენი სასუნთქი აპარატი გვაქვს?

 

ქვეყანას 2453 სასუნთქი აპარატი აქვს მობილიზებული.

 

აქვე, თურქეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, PCR ტესტები, სუნთქვის აპარატები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა.

 

თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს, საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის პანდემიის დროს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X