08:05 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალშია

ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალშია

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა და წონის პირველმა ნომერმა ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

 


ვარლამის მეტოქე ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ პალჩეკსა და იაპონელ ვოლფს შორის გამარჯვებული იქნება.

 

სანამ სახლიდან გახვალთ, ნახეთ ამინდის უახლესი პროგნოზი
2021-07-29სანამ სახლიდან გახვალთ, ნახეთ ამინდის უახლესი პროგნოზი

 

ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში მან ეგვიპტელი დარვაში გაფრთხილებებით დაამარცხა.

 

ცნობისთვის, უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია.

 

ძიუდოს ტურნირის ფინალური ბლოკი – 12:00 საათზე დაიწყება.

 

 

სხვა საინტერესო ამბები ნახეთ რუბრიკაში ყველა სიხალე

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!