22:27 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში – გიორგი ფხაკაძე

ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში – გიორგი ფხაკაძე

„ჩილე იკეტება, 11 ქალაქი თავისი დედაქალაქით“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს. 

ვინ და როგორ მიიღებს საბერძნეთში თავშესაფარს - მაძიებლებს ადვოკატი ურჩევს
2021-06-11ვინ და როგორ მიიღებს საბერძნეთში თავშესაფარს - მაძიებლებს ადვოკატი ურჩევს

 

 

„ქვეყნის მოსახლეობა – 17.5 მილიონი. 17.2 მილიონი აცრა სინოვაკით (Sinovac)

 

4.6 მილიონი აცრა ფაიზერით (Pfizer). 1 მილიონი აცრა ასტრაზენეკათი (AstraZeneca)

 

58% ორი დოზით და 75% ერთი დოზით არიან აცრილები (11/06/2021)

 

მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანა.

 

ბოლო 2 კვირა ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში 17% და დედაქალაქში 25%-ით

 

დასკვნა:

 

ნაადრევი ქვეყნის გახსნა დამღუპველია.

 

ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ფაიზერით ვაქცინირების შემთხვევაში.

 

სამედიცინო პირბადე და დისტანცია არის უნივერსალური/სავალდებული ყველასთვის ვაქცინირებულებისთვის და არა ვაქცინირებულებისთვის.

 

მე მოვითხოვ ხარისხიან სამედიცინო პირბადეებს საქართველოსთვის (90% გვაქვს)

 

მე მოვითხოვ ხარისხიან ვაქცინებს საქართველოსთვის (?% რამდენი გვაქვს)

 

ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში“,- წერს ფხაკაძე.

 

ავტორი: Prime Time


X