23:00 | 2021-07-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღეს! – ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღეს! – ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.

 

ცვლილება „COVID19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს შეიტანა.

 

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში „ფაიზერის“ შემთხვევაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში. აცრების კურსი შედგება ორი ინექციისაგან და მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ.

 

„აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება ორი ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღე; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ“, – ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ – როგორ მზადდება COVID-19 ვაქცინები და როგორ ხდება მათი გამოცდა

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X