16:05 | 2020-06-22 ავტორი: Prime Time

ვაქირში გზების რეაბილიტაცია დაიწყო

ვაქირში გზების რეაბილიტაცია დაიწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ორი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

პროექტი, რომლის ღირებულებაც 684 000 ლარია, შიდა საუბნო – ე.წ. „ ნადაანთ“ და „გარაჟების“ გზებზე ორფენოვანი ასფალტობეტონის, ბეტონის და სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს. განახლებული გზით 1 500 ბენეფიციარი ისარგებლებს.

 

ბოდბის მონასტერთან მისასვლელი გზა, ავტოსადგომი და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება - ფოტოები
2020-06-20ბოდბის მონასტერთან მისასვლელი გზა, ავტოსადგომი და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება - ფოტოები

 

საგზაო ინფრასტრუქტურა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X