12:53 | 2020-05-06 ავტორი: თამთა თორდია

ვანში, ფერმერმა ქალმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომლებს აჩუქა

ვანში, ფერმერმა ქალმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომლებს აჩუქა

ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა.

 

ინფორმაციას facebook გვერდზე UN Women Georgia ავრცელებს.

 

ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა.

 

COVID-19-მა ამ ქალების ოჯახების წევრები სამუშაოს გარეშე დატოვა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ახლა ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა.

 

„ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ“, – ამბობს ქეთი.

 

ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაში 4 ადგილობრივი ქალი მუშაობს.

 

ქეთი თომეიშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მონაწილეა.

 

პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

 

ქალების სოლიდარობა COVID-19-ის დროს:👩‍🌾 👩‍🌾 ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი…

Gepostet von UN Women Georgia am Mittwoch, 6. Mai 2020

 

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X