fbpx
22:26 | 2020-10-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვანო მერაბიშვილს რესტორანში შეუვარდნენ – აქცია სუფრიდან დაახლოებით 5 მეტრში (ვიდეო)

ვანო მერაბიშვილს რესტორანში შეუვარდნენ – აქცია სუფრიდან დაახლოებით 5 მეტრში (ვიდეო)
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად ზუგდიდში რესტორან “მენძელში” იმყოფებოდა, სადაც მისი ყოფნა რამდენიმე პირმა გააპროტესტა. მათ შორის იყვნენ “ქართული მარშის” ზუგდიდის მაჟორიტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავა, ზვიადისტი დალი ლატარია და სხვები.
დალი ლატარია „ზვიად გამსახურდიას სულს იფიცებდა“, რომ ის ყოფილ მინისტრს ეძებდა. ხოლო გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს უფლება არ აქვს ზუგდიდში იყოს, რადგან ზუგდიდელები გააუპატიურეს.
აქციის მონაწილეები, ყოფილ მაღალჩინოსანს მისი მინისტრობის პერიოდში ჩადენილ “სისხლიანი საქმეებს” ახსენებენ და აცხადებენ, რომ სამეგრელოში ჩამოსვლის მორალური უფლება არ ჰქონდა.
რესტორანში ურთიერთდაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სიტუაცია კი მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ.

 

 

ზუგდიდში ვანო მერაბიშვილის ყოფნას აპროტესტებენ

Posted by Spacesnews • სივრცეები on ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი, 2020

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X