fbpx
14:47 | 2021-02-23 ავტორი: Prime Time

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ვლადიმერ ხელაძე დაინიშნა

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ვლადიმერ ხელაძე დაინიშნა

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ვლადიმერ ხელაძე დაინიშნა. ვლადიმერ ხელაძე დაიბადა 1988 წლის 30 ივნისს. 2005 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ვანის პირველი საჯარო სკოლა. 2009 წელს დაამთავრა კავკასიის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2008-2013 წლებში მუშაობდა ვანის მუნიციპალიტეტის, ქ.ვანის რწმუნებულის აპარატში, წამყვან სპეციალისტად. 2014 წლიდან, 2021 წლის 15 თებერვლამდე იყო მერის წარმომადგენელი ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში.2021 წლის 15 თებერვლიდან არის ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

 

 

 

(R)

ავტორი: Prime Time
X