fbpx
01:27 | 2020-10-13 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვანი, ხონი და ქუთაისი თვეები არ უნახავს – გოგი წულაია კონკურენტ ნანუკა ჟორჟოლიანზე (ვიდეო)

ვანი, ხონი და ქუთაისი თვეები არ უნახავს – გოგი წულაია კონკურენტ ნანუკა ჟორჟოლიანზე (ვიდეო)

„4-დან 5 კაცამდე ჩვენ შევალთ პარლამენტში.“ -ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

 

მან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ სამტრედიის, ხონის, წყალტუბოსა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატებზე, ნანუკა ჟორჟოლიანსა და გივი ჭიჭინაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივე მათგანს მასზე მეტი შანსები აქვთ.

 

„გივი ჭიჭინაძესაც და იმ ნანუკასაც ჩემზე მეტი შანსი აქვთ გამარჯვების. მიუხედავად იმისა, რომ ჭიჭინაძეს პატივს ვცემ, კაი კაცია, კაი სიმღერა იცის და ცეკვაც, მაგრამ დეპუტატობით არ ვარგა.

 

ვისაც მიშა უყვარს და ის ვისაც იტყვის მხარი დაუჭირეთო, მისი ამომრჩევლისთვის ისინი ყველა კარგები არიან და მათ უნდა მისცენ ხმა. რეალურად ნანუკამ რატომ უნდა მომიგოს წყალტუბოში?! კარგი გოგოა, კარგი ჟურნალისტი და ღმერთმა გაუმარჯოს, ნამდვილად სიმპატიით ვარ ნანუკას მიმართ, მაგრამ წყალტუბო ვანო ქუთაისი და ხონი, არ უნახავ ალბათ თვეებია.“- განაცხადა გოგი წულაიამ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X