10:31 | 2020-03-03 ავტორი: Prime Time

ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენოთ და მე არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მათი რეკომენდაციაა, რომ ერთჯერადი კოვზი არ იყოს გამოყენებული არცერთ სიტუაციაში.

 

როგორც იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ის ვერ შეცვლის რელიგიურ რიტუალებს, რადგან ეს ეკლესიის საქმეა.

 

„ჩვენ არ ვადგენთ წესებს რელიგიური რიტუალებისთვის, ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეკომენდაციებს, სულერთია, რა სიტუაციაში უნდა გამოიყენო, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები? ეს არის ეკლესიის საქმე. ჩვენი ეკლესია შეხედავს სიტუაციას, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. მე რა ის მაქვს, რომ შევცვალო დამკვიდრებული ტრადიციები“, – განაცხადა იმნაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები