11:36 | 2020-04-29 ავტორი: თამთა თორდია

ვალერი გელაშვილის სკანდალური ინტერვიუ უკრაინულ თოქ-შოუში – რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილზე

ვალერი გელაშვილის სკანდალური ინტერვიუ უკრაინულ თოქ-შოუში – რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილზე

„მე ოპოზიციონერი დეპუტატი ვიყავი, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა ჩემთვის ქონება წაერთმია, ისევე როგორც ჩამოართვა და წაართვა საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქეს, მე მას ამის გამო ღიად და საჯაროდ ვაკრიტიკებდი და სწორედ ამის გამო თბილისის ცენტრში სასიკვდილოდ მცემეს.

 

პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის სახელწოდებაა „ხალხის მსახური“ და ჩემი თხოვნაა, გაითვალისწინოთ ქართველი ხალხის აზრიც, რომ ეს ადამიანი კრიმინალია, დამნაშავეა და არ შეიძლება მისი არჩევა მაღალ თანამდებობაზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ,,112“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ „პულსი“-ს ეთერში განაცხადა.

 

ვალერი გელაშვილმა გადაცემაში სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.

 

თუმცა, მისივე თქმით, სამართლიანი იქნება, რომ სააკაშვილი ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს გადმოეცეს, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს.

 

„იმ დროს ხალხს იმდენად ეშინოდა, რომ როდესაც სააკაშვილი მათ კერძო საკუთრებას, ართმევდა, ისინი ამის შესახებ არც კი ჩიოდნენ.

 

მაგრამ ახლა უკვე პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრი ასეთი ფაქტი გამოიძია.

 

სააკაშვილი უნდა იჯდეს საქართველოს ციხეში, რადგანაც მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენს ქვეყანაში.

 

მან ბევრ ქართველ ბიზნესმენს ჩამოართვა კერძო საკუთრება და დღემდე ქართული სახელმწიფო ვერ ახერხებს ბევრი მათგანისთვის წართმეული ქონების უკან დაბრუნებას, რადგანაც უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, რომელიც მან წაიღო“,- განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X