14:41 | 2020-06-03 ავტორი: თამთა თორდია

ვაკის პარკის ტერიტორიაზე კასკადი და შადრევნები აღდგება

ვაკის პარკის ტერიტორიაზე კასკადი და შადრევნები აღდგება

„პარკებზე და სკვერებზე მინდა გითხრათ, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დეკუნეტის შედგენაზე „შპს ელემსისთან“ ხელშეკრულება გააფორა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

გულწრფელი მადლობა საზოგადოებას - კახა კალაძე 
2020-05-29გულწრფელი მადლობა საზოგადოებას - კახა კალაძე 

 

 

მისი თქმით, „შპს ელემსი“ მოახდენს არსებული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც ზაფხულის ბოლომდე უნდა იქნას წარმოდგენილი.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ობიექტის პირვანდელი სახე იქნეს შენარჩუნებული. მე ბავშობაში მახსოვს, როდესაც ეს კასკადი მუშაობდა ძალიან ლამაზი იყო.

 

ასევე, საუბარი არის ვერეს ხეობიდან წყლის ამოღებაზე, რათა კასკადმა უპრობლემოდ შეძლოს ფუნქციონირება.

 

ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, თუმცა შესწავლა მიმდინარეობს და ცოტა მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას ამ კვლევაზე. როგორც იცით, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი.

 

საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც სამწუხაროდ მოუვლელობის გამო, უკვე წლებია არ მუშაობს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

 

პროექტის შედეგად ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადი და შადრევნები ჩვენს დედაქალაქს პირვანდელი სახით დაუბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტი, როგორც გითხარით, ზაფხულის ბოლოს იქნება მოწოდებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X