22:20 | 2021-05-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვახტანგ მეგრელიშვილი დღეს განათლების კომიტეტის წევრი გახდა, მისი სამი შვილი კი სკოლაში სამი წელია არ დადის

ვახტანგ მეგრელიშვილი დღეს განათლების კომიტეტის წევრი გახდა, მისი სამი შვილი კი სკოლაში სამი წელია არ დადის

„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი დღეს განათლების კომიტეტის წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ მისი სამი შვილი უკვე სამი წელია სკოლაში არ დადის, რადგან პოლიტიკოსი იმ განათლების სისტემის წინააღმდეგია, რომელიც საქართველოში არსებობს. ეს გადაწყვეტილება მეგრელიშვილმა 2018 წელს მიიღო და საავტორო გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ ისაუბრა.

 

აქციაზე ვიდექი, ჩემი სტუდენტი შემხვდა და მითხრა, მაშინ ვერ ვხვდებოდი როცა ვსწავლობდი და სექტას გვეძახდნენ, ახლა მივხვდი რომ დავამთავრე უნივერსიტეტი და მუშაობა დავიწყე, ურთიერთობა სხვასთან არავისთან შემიძლია, გარდა იმ წრის, ვისთან ერთადაც ვსწავლობდიო. ჩემი აზრით, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. 

 

 

„жизнь ворам“ - კადრებში, რომელიც განათლების სამინისტრომ გაავრცელა, გაიპარა წარწერა კლასის დაფაზე
2021-05-19„жизнь ворам“ - კადრებში, რომელიც განათლების სამინისტრომ გაავრცელა, გაიპარა წარწერა კლასის დაფაზე

 

რომ დავინახე ეს პრობლემა ჩემს შვილს სჭირს, გამოდიოდა, რომ მთელ სისტემასთან უნდა მებრძოლა. აქეთ მე უნდა ვყოფილიყავი, იქით სისტემა, „კავკასიური ცარცის წრე“ „გამეჩითა“. გადავწყვიტე, რომ ეგრე არ გამოვა. მე მაქვს სრული უფლება და ვალდებულება, რომ გადავწყვიტო ჩემს შვილს რა ემართება და წამოვიყვანე სკოლიდან. ეს ამბავი მე კი არა, ვისაც უნდა იმას აღელვებდეს. რაც მე გავაკეთე, ვიღაცა იდიოტების ჭკუაში და კანონმდებლობაში რაც წერია, ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა. 

 

ჩემი შვილი ჩემი გადასაწყვეტია, რაც მოვიმოქმედებ, როგორ გავზრდი, რას და როგორ გავაკეთებ. მე ვთვლი, რომ არც კი მევალება ვინმეს ავუხსნა, რატომ ვაკეთებ ჩემს შვილთან მიმართებაში იმას, რასაც ვაკეთებ“, – ამბობდა ვახტანგ მეგრელიშვილი 3 წლის წინ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X