20:28 | 2020-03-11 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვაკეში ტაძარს დეზინფექცია ჩაუტარეს

დღეს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში დეზინფექცია ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები ტაძრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

12 მარტს საპატრიარქოს სადეზინფექციო ხსნარს მიაწვდიან, საიდანაც ნებისმიერი ტაძრის წინამძღვარს მისი წაღება შეეშლება. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს.

 

„ხვალიდან შპს „საქართველოს საინჟინრო აკადემია, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“ ეკოლოგიურად სუფთა სადეზინფექციო ხსნარს მიაწვდის საპატრიარქოს, საიდანაც ნებისმიერ ტაძარს საშუალება ექნება მისთვის საჭირო რაოდენობა გაიტანოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ხსნარის გამოყენების შესახებ.“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X