19:23 | 2020-05-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს – ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველი

ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს – ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველი

„გვჯერა რასაც ვემსახურებით და რაც ჩვენ ძალაუფლებაშია არაფერს დავზოგავთ. ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს ეგ რა მოსატანია იმასთან, რასაც თავად ჩაგრული ადამიანები განიცდიან“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველი ანა აბაშიძე წერს.

 

„ძვირფასო მეგობრებო, არასდროს მიფიქრია, რომ ჩაგრული ხალხის დაცვა ადვილი იქნებოდა, არც კომფორტის მოლოდინით ამირჩევია ეს საქმე.

 

მეზობლებმა კორპუსიდან პომიდვრები გვესროლეს - დოროყაშვილის უფლებადამცველი
2020-05-26მეზობლებმა კორპუსიდან პომიდვრები გვესროლეს - დოროყაშვილის უფლებადამცველი

 

გვჯერა რასაც ვემსახურებით და რაც ჩვენ ძალაუფლებაშია არაფერს დავზოგავთ. ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს ეგ რა მოსატანია იმასთან, რასაც თავად ჩაგრული ადამიანები განიცდიან.

 

ვეხიდებით კიდეც ერთმანეთს ამ ლანძღვის გადანაწილებით და ვფიქრობ ესეც სოლიდარობის აქტია ამ ამორალურ კამპანიაში რაც ქალის მიმართაა ახლა.

 

მოკლედ, არ იდარდოთ. იმედია რამე სერიოზული არაფერი მოხდება დამცველების მიმართ, რომელთა საქმიანობა ხელშეუხებელია. ჩვენ ვართ ისე მხნედ როგორც არასდროს.

 

მადლობა ყველას ვისაც გჯერათ ჩვენი და ამ უთანასწორო ბრძოლაში არ კარგავთ იმედს. მადლობა ჩემ გუნდს, ნამდვილ მებრძოლ და ღირებულებების ერთგულ ხალხს!“, – წერს ანა აბაშიძე.

 

ძვირფასო მეგობრებო, არასდროს მიფიქრია, რომ ჩაგრული ხალხის დაცვა ადვილი იქნებოდა, არც კომფორტის მოლოდინით ამირჩევია ეს…

Posted by Ana Abashidze on სამშაბათი, 26 მაისი, 2020

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X