20:21 | 2020-08-30 ავტორი: Prime Time

უვიცებს, გაუნათლებლებს, უცოდინრებს ადვილად მართავენ – მეუფე იაკობი

უვიცებს, გაუნათლებლებს, უცოდინრებს ადვილად მართავენ – მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის  შემდეგ ქადაგებისას განათლების სისტემაზე ისაუბრა.

 

ერთს შევიგინები და მერე მთელი წელი ლაპარაკობენ, აი მეუფემ შეიგინაო - ეპისკოპოსი იაკობი
2020-08-19ერთს შევიგინები და მერე მთელი წელი ლაპარაკობენ, აი მეუფემ შეიგინაო - ეპისკოპოსი იაკობი

 

„ეკლესიაში უნდა იაროთ აუცილებლად, ეს არის აუცილებელი ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის. სულიერი საზრდოა. ყველაზე კარგი თაობა გვყავს ახლა, ჩემი თაობაც მახსოვს, წინა თაობებიც, მაგრამ ახლა ეს თაობა განსაკუთრებული თაობაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სრულფასოვანი ცოდნა მივცეთ.

 

განათლების სისტემა აბსოლუტურად უნდა შევცვალოთ, ამით ვერაფერს ვასწავლით, თავი არ მოვიტყუოთ. 30 წელი ვანგრევდით განათლების სისტემას და ეს იყო გარედან მოხვეული. არ დავაბრალოთ არც დასავლეთს, არც რუსეთს, არც ამერიკას. ეს იყო გარედან მოხვეული. ჩვენთან ბევრია ისეთი, ჭკვიანი კაცი, რომელიც არ აწყობთ. უვიცებს და გაუნათლებლებს, უცოდინრებს ადვილად მართავენ.

 

აუცილებლად განათლებას ხელი უნდა შევუწყოთ. უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ შეცვალონ სისტემა, რომ ეს ლაპარაკად არ დარჩეს. ახალგაზრდა თაობა თავისუფალი და ლაღი უნდა გაიზარდოს. სილაღე უზრდელობა კი არ არის, სახლში ხმას თუ აუწიეს, პატრულში დარეკავენ, არა, სახლშივე უნდა ვაწავლოთ, რომ ხმის აწევა აღარ გვიხდებოდეს მათთან. ბავშვი თუ მიუშვი, თავის ჭკუაზე ატარე, შენც თავის ჭკუაზე გატარებს. ასე არ შეიძლება, მაგრამ საქართველოში არ ვჩაგრავთ, პატივს ვცემთ“. – ამბობს მეუფე იაკობი.

ავტორი: Prime Time

X